შესვლადაიწყე უფასოდ

ᲔᲠᲗᲘᲐᲜᲘ ᲘᲜᲑᲝᲥᲡᲘ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲛᲘᲛᲝᲬᲔᲠᲘᲡᲗᲕᲘᲡ. ᲐᲠᲐᲕᲘᲜ ᲘᲙᲐᲠᲒᲔᲑᲐ.

Messenger, Instagram, WhatsApp და საიტის ჩატი ერთ ადგილას, ყოველ ორშაბათს კი — რეპორტი იმაზე, როგორ პასუხობს თქვენი გუნდი.

დაიწყე უფასოდ

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.

  • 79 ₾ თვეში, 3 ადგილი
  • 14 დღე უფასოდ, ბარათის გარეშე
  • EU მონაცემები ფრანკფურტში
ნახეთ, როგორ მუშაობს

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲨᲔᲢᲧᲝᲑᲘᲜᲔᲑᲘᲓᲐᲜ ᲝᲠᲨᲐᲑᲐᲗᲘᲡ ᲠᲔᲞᲝᲠᲢᲐᲛᲓᲔ.

WhatsApp, Messenger, Instagram და საიტის ჩატი ერთ სიაში ხვდება და მთელი გუნდი იქიდან პასუხობს.

ᲐᲮᲚᲐ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲮᲣᲗ ᲐᲞᲚᲘᲙᲐᲪᲘᲐᲨᲘ, ᲡᲐᲛ ᲢᲔᲚᲔᲤᲝᲜᲡᲐ ᲓᲐ ᲔᲠᲗᲘ ᲐᲓᲐᲛᲘᲐᲜᲘᲡ ᲛᲔᲮᲡᲘᲔᲠᲔᲑᲐᲨᲘ ᲐᲠᲘᲐᲜ.

როცა ეს ადამიანი დაკავებულია ან არ არის, ჩატი ელოდება, კლიენტი კი იმისგან ყიდულობს, ვინც პირველმა უპასუხა.

ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘ

ᲧᲕᲔᲚᲐ ᲛᲧᲘᲓᲕᲔᲚᲘ — ᲠᲔᲙᲚᲐᲛᲘᲓᲐᲜ ᲓᲐᲗᲕᲐᲚᲘᲔᲠᲔᲑᲐᲛᲓᲔ.

ყოველ ჩატზე ჩანს რეკლამა, რომელმაც ის გახსნა: ხედავთ, რომელი კამპანია მოგიყვანთ მყიდველს და რომელი მხოლოდ კითხვებს. ახალი ჩატები გუნდში რიგრიგობით ნაწილდება, დათვალიერება თუ ტესტ-დრაივი კი ჩატიდანვე იჯავშნება.

უძრავი ქონებაავტოსალონები

როცა გამყიდველი მიდის, მისი მყიდველები რჩება: ყველა ჩატი კომპანიის ინბოქსშია.

როგორ მუშაობს

ᲯᲐᲕᲨᲜᲔᲑᲘ

„ᲨᲐᲑᲐᲗᲡ ᲗᲐᲕᲘᲡᲣᲤᲐᲚᲘ ᲮᲐᲠᲗ?“-ᲓᲐᲜ ᲓᲐᲯᲐᲕᲨᲜᲘᲚ ᲓᲠᲝᲛᲓᲔ — ᲘᲛᲐᲕᲔ ᲩᲐᲢᲨᲘ.

სანამ კლიენტთან ხართ, რეგისტრატურა ყველა აპს ერთი სიიდან პასუხობს. დრო ჩატიდანვე იჯავშნება, „ჩატში დადასტურება“ მას კლიენტს მის ენაზე უგზავნის, იმას კი, ვისთანაც ჩაეწერნენ, საათით ადრე შეახსენებს.

კლინიკებისალონებიფიტნესისკოლებისასტუმროებირესტორნებირემონტი

ყველა ჯავშანი Google, Apple თუ Outlook კალენდარში ჩანს პირადი ბმულით.

როგორ მუშაობს

ᲛᲐᲦᲐᲖᲘᲔᲑᲘ

„ra girs?“ ᲛᲗᲔᲚᲘ ᲓᲦᲔ — ᲞᲐᲡᲣᲮᲘ ᲙᲘ ᲣᲙᲕᲔ ᲓᲐᲬᲔᲠᲘᲚᲘᲐ.

აკრიფეთ / და შენახული პასუხი კლიენტის სახელით ჩაჯდება, იმ ენაზე, რომლითაც მოგწერათ. ძებნა „რა ღირს“-ს პოულობს, როცა „ra girs“-ს წერთ, საიტის ჩატი კი თქვენი მაღაზიის ყველა გვერდზეა.

ონლაინ მაღაზიები

როცა ჩატი სრულდება, გუნდი ნიშნავს, როგორ დასრულდა — გაყიდვა, კითხვა, დაბრუნება — და ეს კლიენტის ისტორიაში რჩება.

როგორ მუშაობს

ᲘᲜᲢᲔᲒᲠᲐᲪᲘᲔᲑᲘ

ᲛᲣᲨᲐᲝᲑᲡ ᲗᲥᲕᲔᲜᲡ CRM-⁠ᲗᲐᲜ, ᲠᲝᲒᲝᲠᲘᲪ ᲐᲠ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲧᲝᲡ.

ყოველი ახალი ჩატი, ყოველი დასრულებული — თავისი შედეგით — და ყოველი ჯავშანი იმავე წამს იგზავნება: თქვენს სისტემაში, ან Zapier-⁠ით თუ Make-⁠ით HubSpot-⁠ში, Bitrix24-ში, Pipedrive-⁠ში და სხვაგან.

Bitrix24HubSpotSalesforcePipedriveZoho CRMKommomonday CRMOdooFreshsalesMicrosoft Dynamics 365ZendeskZapierMake

ყოველი გაგზავნა ხელმოწერილია და, თუ თქვენი მხარე არ პასუხობს, დაახლოებით რვა საათის განმავლობაში მეორდება.

როგორ მუშაობს

ᲠᲐᲢᲝᲛ ᲐᲠ ᲓᲐᲕᲢᲝᲕᲝᲗ ᲘᲡᲔ, ᲠᲝᲒᲝᲠᲪ ᲐᲮᲚᲐᲐ?

ახლა ამ კითხვებს გუნდი ერთმანეთს უსვამს. mpulse-ში პასუხი უკვე ეკრანზეა.

თუ მარტო პასუხობთ და კლიენტები მხოლოდ WhatsApp-ზე გწერენ, აპიც საკმარისია. გუნდს ერთი ინბოქსი სჭირდება.

ყველა შედარება

ᲓᲐᲘᲬᲧᲔᲗ ᲗᲐᲕᲐᲓ ᲐᲜ ᲩᲕᲔᲜᲗᲐᲜ ᲔᲠᲗᲐᲓ.

  1. ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘ

    დაიწყეთ უფასოდ ელფოსტით ან Google-⁠ით და დაარქვით სახელი კომპანიას: Team-⁠ის 14 დღე, ყველა ფუნქციით და ბარათის გარეშე.

  2. ᲩᲕᲔᲜᲘ ᲖᲐᲠᲘ

    გირჩევნიათ, ერთად გავაკეთოთ? დაგვიტოვეთ ნომერი: სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად, ქართულად გავმართავთ.

  3. ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲠᲮᲔᲑᲘ

    საიტის ჩატი დღესვე მუშაობს. Messenger-⁠ს, Instagram-⁠სა და WhatsApp-⁠ს თქვენთან ერთად დავაკავშირებთ, როგორც კი Meta mpulse-⁠ს დაამტკიცებს.

ᲞᲘᲠᲕᲔᲚᲘ ᲜᲐᲑᲘᲯᲘ ᲗᲥᲕᲔᲜᲘᲐ.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.

ᲧᲕᲔᲚᲐ ᲤᲣᲜᲥᲪᲘᲐ ᲧᲕᲔᲚᲐ ᲞᲐᲙᲔᲢᲨᲘᲐ. ᲘᲮᲓᲘᲗ ᲒᲣᲜᲓᲘᲡ ᲖᲝᲛᲘᲡ ᲛᲘᲮᲔᲓᲕᲘᲗ.

Start-⁠სა და Team-⁠ს მხოლოდ ადგილები და ფასი განასხვავებს. ფასები ლარშია, დღგ-⁠ს ჩათვლით.

  • Start

    1-⁠დან 9-⁠მდე ადამიანისთვის

    79₾თვეში
    დღგ-⁠ს ჩათვლით

    3 ადგილი შედისდამატებითი ადგილი 29 ₾ თვეში, სულ 9-⁠მდე

  • Team

    10-⁠დან 20-⁠მდე ადამიანისთვის

    349₾თვეში
    დღგ-⁠ს ჩათვლით

    10 ადგილი შედისდამატებითი ადგილი 39 ₾ თვეში, სულ 20-⁠მდე

  • Custom

    20-⁠ზე მეტი ადამიანისთვის

    ფასი პროექტის მიხედვით

    თქვენი ეტაპები, ველები და სისტემები, თქვენს პროცესზე აწყობილი.როგორ ვაწყობთ

რამდენი ადამიანი იმუშავებს mpulse-⁠ში?

ადგილი ერთი ადამიანია: მფლობელიც და ყველა, ვინც ჩატებს პასუხობს.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ, პაკეტს ერთად შევარჩევთ და ყველაფერს გავმართავთ.

თვის ინვოისიStart

Start, 3 ადგილი
79₾
2 დამატებითი ადგილი × 29 ₾
58₾

Start-⁠ში სულ 9 ადამიანი ეტევა

სულ თვეში137₾დღგ-⁠ს ჩათვლით

ინვოისს ყოველთვე ლარში გიგზავნით და საბანკო გადარიცხვით იხდით.

  • მინიმალური ვადა არ არის: წასვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.

  • დამატებით ადგილებს პარამეტრებიდან ითხოვთ, ახალი პაკეტი კი მომდევნო თვის პირველი რიცხვიდან მოქმედებს.

  • WhatsApp-⁠ის საფასურს Meta თავად იღებს თქვენი Meta-⁠ს ანგარიშიდან. mpulse მას არაფერს უმატებს.

  • რამდენიმე კომპანია ერთი შესვლით. mpulse-⁠ში დამატებული ახალი კომპანია 14 დღე Team-⁠ზე უფასოდ მუშაობს.

ყველა დეტალი ფასების გვერდზე

ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ ᲐᲮᲚᲐᲪ ᲒᲬᲔᲠᲔᲜ.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.

ᲓᲘᲓᲘ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲐ ᲮᲐᲠᲗ? mpulse-Ს ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲒᲐᲧᲘᲓᲕᲔᲑᲘᲡ ᲬᲔᲡᲖᲔ ᲐᲕᲐᲬᲧᲝᲑᲗ.

თქვენი ეტაპები, ველები და გაყიდვების ძაბრი, კავშირი თქვენს სისტემებთან და საჭირო არხები, მაგალითად ელფოსტა, Telegram ან Viber, თქვენთან ერთად დაგეგმილი. ფასი პროექტის მიხედვით.

როგორ ვაწყობთ

ᲠᲐᲡ ᲒᲕᲔᲙᲘᲗᲮᲔᲑᲘᲐᲜ.

კლიენტებთან მიმოწერის ერთიანი ინბოქსი. Messenger, Instagram, WhatsApp და საიტის ჩატი ერთ ადგილას ხვდება, თითოეულ კლიენტს ერთი ისტორია აქვს, ყოველ ორშაბათს კი მფლობელი იღებს რეპორტს იმაზე, როგორ პასუხობს გუნდი. დიდი კომპანიებისთვის mpulse-ს მათი გაყიდვების წესზე ვაწყობთ.

დაიწყეთ უფასოდ: ანგარიშს ელფოსტით ან Google-⁠ით ქმნით, კომპანიას სახელს არქმევთ და მისი გამართვის გვერდზე ხვდებით. პირველი 14 დღე Team-⁠ზე უფასოდ და ბარათის გარეშე მუშაობთ, შემდეგ კი Start-⁠ზე ან Team-⁠ზე გადადიხართ, როგორც აირჩევთ, და ინვოისს ყოველთვე ლარში გიგზავნით. ან მოგვწერეთ სახელი, კომპანია, ტელეფონი და სად გწერენ კლიენტები. სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.

Messenger, Instagram, WhatsApp და საიტის ჩატი. საიტის ჩატი დღესვე მუშაობს. Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს თქვენთან ერთად დავაკავშირებთ, როგორც კი Meta mpulse-ს დაამტკიცებს: განაცხადი უკვე გაგზავნილია და Meta განიხილავს. გჭირდებათ ელფოსტა, Telegram ან Viber? ინდივიდუალური აწყობისას თქვენთან ერთად შევაფასებთ.

Start — 79 ₾ თვეში 3 ადგილით, თითო დამატებითი ადგილი 29 ₾, სულ 9-მდე. Team — 349 ₾ თვეში 10 ადგილით, თითო დამატებითი ადგილი 39 ₾, სულ 20-მდე. ყველა ფუნქცია ყველა პაკეტშია. ფასები დღგ-ს შეიცავს; ინვოისს ყოველთვე გიგზავნით და საბანკო გადარიცხვით იხდით. WhatsApp-ის საკუთარ საფასურს Meta თქვენს Meta-ს ანგარიშზე იხდევინებს.

კი. გუნდი ჩატებს ტელეფონზე mpulse-ის აპლიკაციიდან პასუხობს; თითოეულ ადამიანს მასში ჩვენ ვამატებთ.

კი, ინდივიდუალური აწყობით. თქვენი ეტაპების, ველებისა და გაყიდვების ძაბრისთვის CRM-ს იმაზე ვაწყობთ, როგორც თქვენ ყიდით.

ყველა ბიზნესს აქვს პულსი. იგრძენით თქვენი.

ᲛᲝᲒᲕᲘᲢᲐᲜᲔᲗ ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲙᲕᲘᲠᲘᲡ ᲧᲕᲔᲚᲐᲖᲔ ᲐᲠᲔᲣᲚᲘ ᲜᲐᲬᲘᲚᲘ.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.