შესვლადაიწყე უფასოდ

სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები

სასტუმრო ყველა სტუმარს ერთი სიიდან პასუხობს, ქართულად, ინგლისურად თუ რუსულად

Instagram-ზე „otaxi gaqvt shabatistvis?“, WhatsApp-ზე „our flight lands at 03:40“, Messenger-ზე რუსულად დაწერილი კითხვა და საიტის ჩატი ერთ სიაშია. ღამით ავტოპასუხი სტუმარს მისსავე ენაზე პასუხობს, აეროპორტის ტრანსფერი კი ჩატიდანვე იჯავშნება და შეხსენება მძღოლს მოსდის.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.
NNarinji Hotelმაგალითი · საიტის ჩატი
21-დან 24 მარტამდე ორზე ოთახი გაქვთ? სასურველია, აივნით.
ნნინი
გვაქვს. აი, ამ დღეებში თავისუფალი ოთახები. აირჩიეთ და ფასს მოგწერთ:
ორადგილიანი ოთახი აივნით 2 სტუმარი · 22 მ²ფასი მოთხოვნითსაუზმე შედის
ჯუნიორ სუიტი აივნით 2 სტუმარი · ძველი ქალაქის ხედიფასი მოთხოვნითსაუზმე შედის
ორადგილიანი, ეზოს მხარეს 2 სტუმარი · წყნარიფასი მოთხოვნითსაუზმე შედის
სულ 6

რას წერენ სტუმრები, სად და რომელ ენაზე

  • Instagramgamarjoba, 2 kacze otaxi gaqvt shabat-kviras?ავტოპასუხი · ვინ ელოდება01:20-ზეა დაწერილი. ლათინური ასოებით აკრეფილ ქართულს mpulse ქართულად ცნობს, ამიტომ ავტოპასუხი ქართულად მიდის და ეუბნება, როდის დაბრუნდებით. დილით სია იმით იწყება, ვინც ყველაზე დიდხანს ელოდება.
  • WhatsAppHi, our flight lands at 03:40. Can someone pick us up?ჯავშნებიტრანსფერი ჩატიდანვე იჯავშნება: თარიღი, საათი, აეროპორტი და ვინ მიდის. მძღოლს, გიორგის, ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის, ჯავშანს კი სტუმარს იმავე ჩატში უგზავნით.
  • WhatsAppЗдравствуйте, прилетаем в 6 утра. Можно заселиться пораньше?ჩანაწერები გუნდისთვისნინი რუსულად პასუხობს და დილის ცვლისთვის ჩატზე ჩანაწერს ტოვებს: ადრე შესახლება, თუ მე-4 ოთახი მზად იქნება. ჩანაწერს სტუმარი ვერ ხედავს, დილის ცვლა კი მას ჩატშივე ხედავს.
  • Instagrames otaxi tavisufalia 2-dan 5 maisamde?გაზიარებული პოსტებისტუმარმა თქვენივე პოსტი გამოგიგზავნათ და ის ჩატში სურათით ჩანს, ამიტომ ვინც პასუხობს, იცის, რომელ ოთახზეა საუბარი.
  • საიტის ჩატიოთხნი ვართ, ორი ბავშვით. საოჯახო ოთახი სამ ღამეზე რა ღირს?ოთახების ბარათებინინი საოჯახო ოთახებს ბარათებად აგზავნის. ფასი თარიღებზეა დამოკიდებული, ამიტომ სტუმარი ბარათს ირჩევს და ფასს ითხოვს, ნინი კი მის ღამეებზე ფასს წერს.
  • Messengerბავშვის საწოლი გაქვთ? მანქანას სად დავაყენებთ?შენახული პასუხებიბავშვის საწოლი, დამატებითი საწოლი და პარკინგი ერთ შენახულ პასუხშია. ის ერთი შეხებით მიდის, ნებისმიერ არხზე.

საიტის ჩატი დღესვე მუშაობს. Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს თქვენთან ერთად დავაკავშირებთ, როგორც კი Meta mpulse-ს დაამტკიცებს: განაცხადი უკვე გაგზავნილია და Meta განიხილავს.

დღის ცვლა ჰპირდება, ღამის ცვლამ კი არაფერი იცის

სასტუმროს WhatsApp მფლობელის ტელეფონზეა, Instagram მენეჯერის ტელეფონზე, Messenger კი იმასთან, ვინც პაროლი იცის. სტუმრები ვარშავიდან, თელ-ავივიდან და ბათუმიდან წერენ, ინგლისურად, რუსულად თუ ქართულად, თავის საათზე. დღის ცვლა სტუმარს ადრე შესახლებას და 03:40-ზე აეროპორტში დახვედრას ჰპირდება, ღამის ცვლა და მძღოლი კი ამას მაშინ იგებენ, როცა სტუმარი აეროპორტიდან რეკავს.

mpulse-ში WhatsApp, Instagram, Messenger და საიტის ჩატი ყველა ცვლისთვის ერთი სიაა. ღამით ავტოპასუხი სტუმარს მისსავე ენაზე პასუხობს, დღის დანაპირები კი ჩატზე ჩანაწერად რჩება. ტრანსფერი მძღოლზე იჯავშნება და მძღოლს ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის. დაჯავშნის საიტები და ოთახების კალენდარი იქ რჩება, სადაც იყო.

სასტუმროს დღე და ღამე, ეკრანზე

ოთახები ბარათებად, ფასს კი ადამიანი წერს

თქვენს ოთახებს mpulse-ში ჩვენ ვტვირთავთ. ადმინისტრატორი მათ საიტის ჩატში ბარათებად აგზავნის, სტუმარი ოთახს ირჩევს და ფასს ითხოვს, ადმინისტრატორი კი ფასს მის თარიღებზე წერს.

NNarinji Hotelმაგალითი · საიტის ჩატი
ოთხნი ვართ, ორი ბავშვით. 2 მაისიდან სამ ღამეზე რა გაქვთ?
ნნინი
ორი საოჯახო ოთახი გვაქვს. აირჩიეთ და ფასს მოგწერთ:
საოჯახო ოთახი 4 სტუმარი · ორი ოთახიფასი მოთხოვნითბავშვის საწოლი მოთხოვნით
ბინა სამზარეულოთი 4 სტუმარი · 45 მ²ფასი მოთხოვნითსაუზმე შედის
სულ 6

03:40-ის ტრანსფერი, მძღოლის შეხსენებით

ტრანსფერი ჩატიდანვე იჯავშნება: თარიღი, საათი, აეროპორტი და ვინ მიდის. გიორგის ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის, ტრანსფერი კი მის საკუთარ კალენდარშიც ჩანს.

NNarinji Hotelმაგალითი · საიტის ჩატი
თვითმფრინავი 03:40-ზე ჯდება. აეროპორტში დაგვხვდებით?
ნნინი
დიახ, გიორგი გამოსასვლელთან დაგხვდებათ, თქვენი სახელით ხელში. ტრანსფერი 60 ₾ ღირს.
ძალიან კარგი, გმადლობთ.

ღამის ცვლამ იცის, რა დაჰპირდა დღის ცვლა

დანაპირები ჩატზე ჩანაწერად რჩება, რომელსაც სტუმარი ვერ ხედავს: ადრე შესახლება, ბავშვის საწოლი მე-6 ოთახში, გვიანი ჩამოსვლა. ვინც ჩატს შემდეგ გახსნის, ნებისმიერ ცვლაში, მას იქვე ხედავს.

როგორ დასრულდა?
შედეგიკითხვას ვუპასუხეთ
ჩანაწერი · დათონაცრისფერი ნაკრები უნდა. პარასკევს დაურეკე.

შენახულია კლიენტის ისტორიაში.

მფლობელმა იცის, რამდენ ხანში იღებს სტუმარი პასუხს

ყოველ ორშაბათს დილით, ელფოსტით: რამდენმა სტუმარმა მოგწერათ, რამდენ ხანში მიიღეს პირველი პასუხი, ვინ დარჩა უპასუხოდ და თითოეული ადამიანის ციფრები. როცა სამუშაო საათები მითითებულია, ღამით მოწერილი შეტყობინების დრო მაშინ იწყება, როცა იხსნებით.

ორშაბათი, 07:00

ნახევარმა 6 წუთში მიიღო პასუხი

ნინო3 წთ 12 წმ
ანა6 წთ
დათო22 წთ

სასტუმროს გამართვა: თავად ან ჩვენთან ერთად

  1. 1

    არხები

    დაიწყეთ უფასოდ და ანგარიში თავად გახსენით, ან დაგვიტოვეთ ნომერი და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ. საიტის ჩატი დღესვე მუშაობს. Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს თქვენთან ერთად დავაკავშირებთ, როგორც კი Meta mpulse-ს დაამტკიცებს: განაცხადი უკვე გაგზავნილია და Meta განიხილავს.

  2. 2

    ოთახები და პასუხები

    ოთახებს mpulse-ში ჩვენ ვტვირთავთ Google Sheet-იდან, ფაილიდან ან ბმულიდან, Sheet-ი და ბმული კი თავისით ახლდება ყოველ 1, 6 ან 24 საათში. ფასს ადმინისტრატორი წერს, რადგან ის თარიღებზეა დამოკიდებული. შესახლების, საუზმის, პარკინგის და ტრანსფერის პასუხებს შენახულ პასუხებად ერთად ვწერთ.

  3. 3

    საათები, ცვლები და მძღოლი

    ერთად ვუთითებთ, რომელ საათებში პასუხობთ შეტყობინებებს, შესვენებებით და უქმე დღეებით, რომ ავტოპასუხი და ლოდინის საათი მათ მიჰყვეს. ავტოპასუხს ქართულად, ინგლისურად და რუსულად ვწერთ. ადმინისტრატორები, მენეჯერი და მძღოლი თავიანთი სახელით შედიან: გუნდს თავად იწვევთ, mpulse-ის აპში კი თითოეულს ჩვენ ვამატებთ.

რომელი გეგმა სასტუმროს

Start ერგება საოჯახო სასტუმროს ან პატარა სასტუმროს, სადაც მფლობელი, ადმინისტრატორი და მძღოლი შედიან: 79 ₾ თვეში სამ ადამიანზე, დღგ-ს ჩათვლით, და ცხრამდე, თითო დამატებითი ადგილი 29 ₾. ათი ადამიანიდან Team გჭირდებათ: 349 ₾ თვეში ათზე, ოცამდე, თითო დამატებითი ადგილი 39 ₾. ორივე გეგმაში ყველაფერია, განსხვავება მხოლოდ ადამიანების რაოდენობაა.

ყველა გეგმა და დეტალი
თქვენთვისStart79 ₾თვეში, დღგ-ს ჩათვლით · 3 ადგილი, 9-⁠მდე
Team349 ₾თვეში, დღგ-ს ჩათვლით · 10 ადგილი, 20-⁠მდე

ხშირი კითხვები

სტუმრები დაჯავშნის საიტებზეც გვწერენ. ის მიმოწერა mpulse-ში მოდის?

არა. mpulse WhatsApp-ს, Instagram-ს, Messenger-სა და საიტის ჩატს აერთიანებს. დაჯავშნის საიტები, მათი მიმოწერა და ოთახების კალენდარი იქ რჩება, სადაც არის. თუ გინდათ, რომ თქვენი დაჯავშნის სისტემა mpulse-ს დაუკავშირდეს, ამას თქვენთან ერთად ვაწყობთ, და ფასი თითოეულ აწყობას ცალკე აქვს.

ტრანსფერის წინ mpulse სტუმარს შეახსენებს?

არა. ერთი საათით ადრე შეხსენება მძღოლს მოსდის. სტუმარს წინა დღეს რომ მისწეროთ, ჩატზე „შემახსენე“ დააყენეთ: ჩატი ადმინისტრატორს უბრუნდება და სტუმარს ადამიანი წერს. WhatsApp-ზე 24 საათის შემდეგ პასუხის ველი თქვენს დამტკიცებულ შაბლონებს გთავაზობთ.

მძღოლსაც სჭირდება mpulse-ში შესვლა?

დიახ, ის თქვენი გუნდის წევრია და თავისი სახელით შედის. ყოველი ტრანსფერის წინ მას ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის, ტრანსფერები კი მის Google, Apple ან Outlook კალენდარში ჩანს, პირადი ბმულით, გადატანილი და გაუქმებულიც. შეგიძლიათ ისე დააყენოთ, რომ მძღოლი არხებს მხოლოდ კითხულობდეს.

ოთახების ბარათებს WhatsApp-ზე და Instagram-ზეც გავაგზავნით?

არა, ბარათები საიტის ჩატშია. WhatsApp-ზე, Instagram-სა და Messenger-ზე ადმინისტრატორი ტექსტს, ფოტოს, ფაილს ან შენახულ პასუხს აგზავნის, მაგალითად ოთახის ფოტოებს და ფასს.

ძველ სტუმრებს ზამთრის შეთავაზებას როგორ გავუგზავნით?

WhatsApp-ით, იმ სტუმრებს, ვინც შეთავაზებების მიღებაზე დათანხმდა: ყველას ან ერთ ტეგს, მაგალითად „ზამთარი“. შეტყობინება Meta-ს მიერ დამტკიცებული სარეკლამო შაბლონია, საფასურს Meta თქვენი Meta-ს ბიზნეს ანგარიშიდან იღებს, სტუმრების პასუხები კი ინბოქსში ბრუნდება.

ვარშაველ სტუმარსაც და ბათუმელ ოჯახსაც ერთი სიიდან უპასუხეთ

დაჯავშნის საიტები და ოთახების კალენდარი რჩება. რასაც სტუმრები WhatsApp-ზე, Instagram-ზე, Messenger-სა და საიტზე წერენ, ყველაფერი ერთ სიაში ხვდება.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.