ფასებიინდივიდუალური აწყობა
შესვლადაიწყე უფასოდ
ერთი ინბოქსიყველა ჩატი ერთ სიაშილიდების წყარორეკლამა თუ გვერდი, რომელმაც ჩატი გახსნაავტოპასუხებიმაშინვე პასუხობს, სამუშაო საათების მიღმაცრეპორტებიპასუხის სისწრაფე და ორშაბათის რეპორტიჯავშნებიდათვალიერება და შეხვედრა ჩატიდანაპლიკაცია ტელეფონზეიგივე ინბოქსი გუნდის ტელეფონებზევებჰუკები და კალენდარიჩატები და ჯავშნები თქვენს სისტემებში
ყველა არხიოთხი არხი ერთ ინბოქსშიWhatsAppთქვენი ნომერი, Meta-⁠ს ოფიციალური პლატფორმითInstagramDirect და სთორიზე პასუხებიMessengerთქვენი Facebook-⁠ის გვერდის მიმოწერასაიტის ჩატიჩატი თქვენს საიტზე, დღესვე
ონლაინ მაღაზიებიკლინიკები და სტომატოლოგიებიავტოსალონებიუძრავი ქონება და დეველოპერებისასტუმროები და საოჯახო სასტუმროებისილამაზის სალონებირესტორნები და მიტანაფიტნესი და სტუდიებისკოლები და კურსებირემონტი და მომსახურება

ყველა ინდუსტრია →

კონფიდენციალურობაპირობებიმონაცემების წაშლა

ᲞᲘᲠᲝᲑᲔᲑᲘ

ეს პირობები თქვენს კომპანიასა და mpulse-ს შორის შეთანხმებაა. ისე დავწერეთ, რომ მართლა წაიკითხოთ.

განახლდა 2026 წლის 15 ნოემბერი

ამ გვერდზე

ვინ ვართრას აკეთებს mpulseთქვენი ანგარიში და ადგილებირა არ შეიძლებასხვა კომპანიების არხებითქვენი მონაცემებიAI ასისტენტიფასი და გადახდაmpulse-დან წასვლათუ რამე არასწორად წავაცვლილებებიკანონი და დავებიკონტაქტი
  • იხდით თვეში ერთხელ, ინვოისით და საბანკო გადარიცხვით, და წასვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  • მიმოწერა თქვენია. მისი ჩამოტვირთვა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ.
  • თქვენ აგებთ პასუხს იმაზე, როგორ იყენებს გუნდი mpulse-ს და იცავს თუ არა არხების წესებს.
  • Facebook, Instagram და WhatsApp სხვა კომპანიას ეკუთვნის და მისი წესებიც მოქმედებს.
  1. ვინ ვართ
  2. რას აკეთებს mpulse
  3. თქვენი ანგარიში და ადგილები
  4. რა არ შეიძლება
  5. სხვა კომპანიების არხები
  6. თქვენი მონაცემები
  7. AI ასისტენტი
  8. ფასი და გადახდა
  9. mpulse-დან წასვლა
  10. თუ რამე არასწორად წავა
  11. ცვლილებები
  12. კანონი და დავები
  13. კონტაქტი

ᲕᲘᲜ ᲕᲐᲠᲗ

mpulse-ს გთავაზობთ შპს „ინთაიმი“ (ბრენდი Vebses), საიდენტიფიკაციო კოდი 405403317, იურიდიული მისამართი საქართველო, თბილისი, ირაკლი აბაშიძის ქ. N 21, ბინა 18. „თქვენ“ ნიშნავს კომპანიას ან ადამიანს, რომელმაც ანგარიში გახსნა.

ᲠᲐᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ mpulse

mpulse თქვენს მიმოწერას მომხმარებლებთან ერთ ინბოქსში აერთიანებს, ინახავს თითოეული მომხმარებლის ისტორიას და გაჩვენებთ, როგორ პასუხობს გუნდი. რას მოიცავს თითოეული პაკეტი, ფასებშია ნაჩვენები.

რაც მონიშნულია როგორც „მალე“, გეგმაა და ვადას არ გპირდებით.

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲐᲜᲒᲐᲠᲘᲨᲘ ᲓᲐ ᲐᲓᲒᲘᲚᲔᲑᲘ

ანგარიშის გახსნა ჩვენს საიტზე თავად შეგიძლიათ, ელფოსტით, რომელსაც კოდით ვადასტურებთ, ან Google-ის ანგარიშით. ანგარიშის გახსნით ამ პირობებს ეთანხმებით, ჩვენ კი ვინახავთ, რომელ ვერსიას დაეთანხმეთ, როდის და რომელი ინტერნეტ (IP) მისამართიდან.

ანგარიშის პირველი ადამიანი მისი მფლობელია და შეუძლია სხვების მოწვევა იმ რაოდენობით, რასაც პაკეტი მოიცავს. შესვლის მონაცემები დაიცავით. თქვენს ანგარიშზე მომხდარზე პასუხს თქვენ აგებთ.

ყველა მოწვეულს უთხარით, რას ზომავს mpulse. მოწვევისას ამას ჩვენც ვაჩვენებთ.

ᲠᲐ ᲐᲠ ᲨᲔᲘᲫᲚᲔᲑᲐ

  • სპამის ან ისეთი შეტყობინებების გაგზავნა, რომლებზეც ადამიანს თანხმობა არ გაუცია.
  • კანონის ან დაკავშირებული არხის წესების დარღვევა.
  • სხვა კომპანიის მონაცემებზე წვდომის მცდელობა ან სერვისის მუშაობის შეფერხება.
  • mpulse-ის გადაყიდვა ჩვენი წერილობითი თანხმობის გარეშე.

ასეთ შემთხვევაში შეიძლება ანგარიში შეგიჩეროთ და მიზეზს გეტყვით.

ᲡᲮᲕᲐ ᲙᲝᲛᲞᲐᲜᲘᲔᲑᲘᲡ ᲐᲠᲮᲔᲑᲘ

Facebook, Instagram, WhatsApp და სხვა არხები სხვა კომპანიებს ეკუთვნის და მათი პირობები თქვენზეც ვრცელდება. მათ შეუძლიათ შეცვალონ წესები, ფასები ან წვდომა, ან შეგიჩერონ ანგარიში. თუ ეს თქვენზე აისახება, გეტყვით, მაგრამ ამის კონტროლი არ შეგვიძლია. მათი საფასური, მაგალითად Meta-ს საფასური WhatsApp-ზე, თქვენი გადასახდელია.

ᲗᲥᲕᲔᲜᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ

მიმოწერა, კონტაქტები და ფაილები თქვენს ანგარიშში თქვენია. თქვენ წყვეტთ, რისთვის ინახება ისინი, ჩვენ კი მათ მხოლოდ mpulse-ის მუშაობისთვის და თქვენი დავალებით ვამუშავებთ. დეტალები კონფიდენციალურობის გვერდზეა.

თქვენი მომხმარებლების მონაცემებს თქვენი დამმუშავებლის სტატუსით ვამუშავებთ. ეს პირობები და კონფიდენციალურობის გვერდი ამ დამუშავებაზე ჩვენი შეთანხმებაა: რას ვინახავთ, რომელ სერვისებს ვიყენებთ, სად ინახება მონაცემები და როგორ იშლება.

თქვენ აგებთ პასუხს იმაზე, რომ მომხმარებლების მონაცემების შენახვის კანონიერი საფუძველი გქონდეთ და ამის შესახებ აცნობოთ მათ.

AI ᲐᲡᲘᲡᲢᲔᲜᲢᲘ

„აგენტის“ გვერდი წინასწარი ვერსიაა. იქ დაწერილი სატესტო შეტყობინებები და ცოდნა, რომელსაც ასისტენტს აძლევთ, სატესტო პასუხების დასაწერად Google-ის Gemini-ს გადაეცემა. ასისტენტი თქვენს მომხმარებლებს არ პასუხობს და მათი შეტყობინებები AI მოდელს არასდროს გადაეცემა. სანამ ეს შეიცვლება, ამ პირობებს განვაახლებთ და გაცნობებთ.

ᲤᲐᲡᲘ ᲓᲐ ᲒᲐᲓᲐᲮᲓᲐ

mpulse-ში შექმნილი ახალი კომპანია Team პაკეტის 14-დღიანი უფასო საცდელი პერიოდით იწყება, ყველა ფუნქციით და ბარათის გარეშე. საცდელი პერიოდის შემდეგ მოქმედებს პაკეტი, რომელიც მფლობელმა აირჩია; თუ არაფერი აირჩია, მაშინ Start, ხოლო თუ კომპანიაში იმაზე მეტი ადამიანია, ვიდრე Start-ში ეტევა, მაშინ Team. ამის შემდეგ ინვოისს ქვემოთ აღწერილი წესით გიგზავნით; პირველი ინვოისი იმ თვის დარჩენილ დღეებს ფარავს და დღეების მიხედვით ითვლება.

ფასები ლარშია და შეიცავს 18%-იან დღგ-ს. ყოველთვე ინვოისს გიგზავნით და მას საბანკო გადარიცხვით იხდით მასში მითითებულ ვადამდე. ბარათით გადახდას არ ვიღებთ.

თუ ინვოისი გადახდის ვადიდან 14 დღის შემდეგაც გადაუხდელია, გუნდს შეიძლება გადახდამდე მხოლოდ მიმოწერის წაკითხვა დარჩეს. ახალი შეტყობინებები მაინც მოვა და არაფერი წაიშლება.

ფასის ცვლილებამდე გეტყვით და ახალი ფასის ამოქმედებამდე შეგიძლიათ წახვიდეთ.

mpulse-ᲓᲐᲜ ᲬᲐᲡᲕᲚᲐ

წასვლა ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. გვითხარით და ინვოისებს აღარ გამოგიგზავნით. პაკეტი მოქმედებს გადახდილი თვის ბოლომდე.

წასვლამდე მფლობელს შეუძლია ყველა მონაცემი პარამეტრებიდან ჩამოტვირთოს. როცა მფლობელი იქ ანგარიშს დახურავს, მისი მონაცემები და იმ წევრების პირადი ანგარიშები, რომლებიც სხვა გუნდში არ არიან, ჩვენი ბაზიდან მაშინვე იშლება, ბაზის პროვაიდერის 24-საათიანი აღდგენის ისტორიიდან კი ერთ დღეში. მათი დაბრუნება შეუძლებელია, ამიტომ ჯერ ჩამოტვირთეთ. ორი სახის პირადი ანგარიში რჩება: იმ ადამიანისა, ვინც ადრე სხვა გუნდიდან წაიშალა, თუ ის გუნდი ჯერ კიდევ ინახავს მისი სამუშაოს რაიმე ჩანაწერს (მის დაწერილ პასუხებს ან შენიშვნებს, მასზე მინიჭებულ ჩატებს, მის ატვირთულ ფაილებს, მის დამატებულ თეგებს ან საკონტაქტო მონაცემებს, მის გაგზავნილ მოწვევებს ან მის მოქმედებას იმ გუნდის ჩატებში, მაგალითად ჩატის მინიჭებას, დახურვას ან წაკითხვას), რომ იმ გუნდის ჩანაწერებში ჩანდეს, ვინ შეასრულა სამუშაო, სანამ თავად არ წაშლის პარამეტრებში ან მის წაშლას არ მოგვთხოვს მისამართზე info@mpulse.ge; და mpulse-ის თანამშრომლებისა.

ᲗᲣ ᲠᲐᲛᲔ ᲐᲠᲐᲡᲬᲝᲠᲐᲓ ᲬᲐᲕᲐ

ვცდილობთ, mpulse გამართულად მუშაობდეს, ჩვენი მონაცემთა ბაზის პროვაიდერი კი ბოლო 24 საათის აღდგენის ისტორიას ინახავს. ვერ დაგპირდებით, რომ სერვისი არასდროს გაითიშება.

კანონით დაშვებულ ფარგლებში პასუხს არ ვაგებთ გაყიდვაზე, რომელიც გათიშვის ან არხის ხარვეზის გამო დაკარგეთ. ჩვენი სრული პასუხისმგებლობა წელიწადში არ აღემატება იმ თანხას, რაც იმ წელს გადაგვიხადეთ.

ეს არ ზღუდავს უფლებებს, რომლებსაც საქართველოს სავალდებულო კანონმდებლობა გაძლევთ.

ᲪᲕᲚᲘᲚᲔᲑᲔᲑᲘ

ფუნქციებს ვამატებთ, ვაუმჯობესებთ და ზოგჯერ ვაუქმებთ. თუ ამ პირობებს არსებითად შევცვლით, ძალაში შესვლამდე ელფოსტით გაცნობებთ. თუ არ ეთანხმებით, შეგიძლიათ წახვიდეთ.

ᲙᲐᲜᲝᲜᲘ ᲓᲐ ᲓᲐᲕᲔᲑᲘ

ამ პირობებს საქართველოს კანონმდებლობა არეგულირებს. ნებისმიერი დავის მოგვარებას ჯერ მოლაპარაკებით ვცდით. ამის შემდეგ გადაწყვეტს თბილისის სასამართლო.

ᲙᲝᲜᲢᲐᲥᲢᲘ

მოგვწერეთ: info@mpulse.ge.

ქართული პლატფორმა კლიენტებთან მიმოწერისთვის.

info@mpulse.ge
თბილისი, საქართველო

პროდუქტი

  • ერთი ინბოქსი
  • საიდან მოვიდა ყოველი ლიდი
  • ავტოპასუხები
  • რეპორტები
  • ჯავშნები
  • აპლიკაცია ტელეფონზე
  • ვებჰუკები და კალენდარი
  • ფასები
  • ინდივიდუალური აწყობა

არხები

  • არხები
  • WhatsApp
  • Instagram
  • Messenger
  • საიტის ჩატი

ინდუსტრიები

  • ინდუსტრიები
  • უძრავი ქონება და დეველოპერები
  • კლინიკები და სტომატოლოგიები
  • სილამაზის სალონები
  • ავტოსალონები
  • ონლაინ მაღაზიები
  • რესტორნები და მიტანა
  • სასტუმროები და საოჯახო სასტუმროები
  • ფიტნესი და სტუდიები
  • სკოლები და კურსები
  • რემონტი და მომსახურება

შედარება

  • შედარება
  • mpulse თუ WhatsApp Business აპი
  • mpulse თუ ცხრილი და სამი ტელეფონი
  • mpulse თუ Bitrix24
  • mpulse თუ FollowUP

კომპანია

  • შესვლა
© 2026 mpulse
კონფიდენციალურობაპირობებიმონაცემების წაშლა