შესვლადაიწყე უფასოდ

რემონტი და მომსახურება

დისპეჩერი ყველა შეკვეთას ერთი სიიდან პასუხობს და ხელოსანს ჩატიდანვე აგზავნის

WhatsApp-ზე ჟონვის ვიდეო, Instagram-ზე „gamodzaxeba ramdenia?“, Messenger-ზე შუაღამის „ზედა მეზობელი გვიტბორავს“ და საიტის ჩატი ერთ სიაშია. დისპეჩერი ხედავს, ვინ ელოდება ყველაზე დიდხანს, და ვიზიტს ჩატიდანვე ჯავშნის: მისამართით და ხელოსნით, რომელსაც ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.
KKhelobaმაგალითი · საიტის ჩატი
ქვაბი ხმაურობს და ცუდად ათბობს. გამოძახება რა ღირს?
ქქეთი
დიაგნოსტიკა 40 ₾ ღირს, ხელოსანი ხვალ დილით თავისუფალია. აი, ფასები და ვინ მოდის:
ქვაბის დიაგნოსტიკა40 ₾45 წთ · ხელოსანი გიორგი
ქვაბის წლიური სერვისი90 ₾1 სთ · ხელოსანი გიორგი
გათბობის სისტემის გარეცხვა180 ₾3 სთ · სანტექნიკოსი ზურა
სულ 24

რას წერენ მომხმარებლები, არხების მიხედვით

  • WhatsAppვიდეოს გიგზავნით. სარეცხი მანქანის ქვემოდან წყალი გამოდის.ვიდეო · ჩანაწერები გუნდისთვისვიდეო მომხმარებლის ჩატში ჩნდება. დისპეჩერი ხელოსანს იქვე ეკითხება, ჩანაწერით, რომელსაც მომხმარებელი ვერ ხედავს, ხელოსანი კი პასუხობს, რომელი ნაწილი წამოიღოს.
  • Instagramgamodzaxeba ramdenia?შენახული პასუხები · საიდან მოვიდაგამოძახების ფასი და ის, რას მოიცავს დიაგნოსტიკა, ერთ შენახულ პასუხშია და ერთი შეხებით მიდის. თუ ჩატი რეკლამამ გახსნა, ჩანს, რომელმა.
  • Messengerზედა მეზობელი გვიტბორავს, ჭერიდან წყალი ჩამოდის. ახლა ვინმე მოვა?ავტოპასუხი · ვინ ელოდება23:50-ზეა დაწერილი. არასამუშაო დროის პასუხი მაშინვე მიდის: როდის იხსნებით და, თუ ავარიულ გამოძახებებზე გადიხართ, რომელ ნომერზე დარეკონ. დილით სია იმით იწყება, ვინც ყველაზე დიდხანს ელოდება, ღამე კი ლოდინში არ ითვლება.
  • საიტის ჩატივიდეო ტელეფონში მაქვს. WhatsApp-ზე გამოგიგზავნოთ?WhatsApp-ზე გაგრძელებაროცა თქვენი WhatsApp დაკავშირებულია, ვიზიტორი საიტის ჩატიდანვე გადადის WhatsApp-ზე და ვიდეოს ტელეფონიდან აგზავნის. WhatsApp-ის ჩატიც იმავე სიაში ჩნდება.
  • WhatsAppნაწილი როდის ჩამოვა? მესამე დღეა სარეცხი მანქანის გარეშე ვართ.„შემახსენე“ · ჯავშნებიდისპეჩერი პასუხობს „ხუთშაბათს“ და ჩატზე ხუთშაბათი დილისთვის „შემახსენე“-ს აყენებს. იმ დილით ჩატი მას უბრუნდება და მეორე ვიზიტი იქიდანვე იჯავშნება. WhatsApp-ზე 24 საათის შემდეგ პასუხის ველი თქვენს დამტკიცებულ შაბლონებს გთავაზობთ.
  • Messengerთეთრ კარკასში 70 კვადრატის რემონტი რა დაჯდება?შენახული პასუხები · ფაილებიშენახულ პასუხში წერია, როგორ ითვლით ფასს და როდის მიდიხართ გასაზომად. ხარჯთაღრიცხვა PDF ფაილად იმავე ჩატში მიდის და მომხმარებლის ისტორიაში რჩება.

საიტის ჩატი დღესვე მუშაობს. Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს თქვენთან ერთად დავაკავშირებთ, როგორც კი Meta mpulse-ს დაამტკიცებს: განაცხადი უკვე გაგზავნილია და Meta განიხილავს.

ერთი დისპეჩერი, ხუთი ხელოსანი და ტელეფონი, რომელიც არ ჩერდება

ნოემბერში, პირველ სიცივეებთან ერთად, ქვაბები ფუჭდება და ტელეფონი არ ჩერდება. დისპეჩერი ერთია, ხელოსანი ხუთი. მომხმარებელი WhatsApp-ზე ჟონვის ვიდეოს აგზავნის, Instagram-ზე გამოძახების ფასს კითხულობს, Messenger-ზე კი შუაღამისას წერს. დისპეჩერი ვიდეოს ხელოსანს თავისი ტელეფონიდან უგზავნის, მისამართს რვეულში იწერს, ხელოსნები კი დღეში რამდენჯერმე რეკავენ, სად წავიდნენ შემდეგ.

როცა ნაწილი შესაკვეთია, მომხმარებელი დღეობით ელოდება, და მისწერს თუ არა მას ვინმე, დისპეჩერის მეხსიერებაზეა დამოკიდებული. მფლობელმა არ იცის, რამდენ ხანს ელოდებიან ადამიანები პასუხს და როგორ დასრულდა თითოეული საქმე.

mpulse-ში ოთხივე არხი ერთ სიაშია. ვიდეო მომხმარებლის ჩატში ჩნდება და ხელოსანი მას იქვე ხედავს. ვიზიტი ჩატიდან იჯავშნება, მისამართით და ხელოსნით, რომელსაც ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის, თავის დღეს კი საკუთარ კალენდარში ხედავს. ტელეფონი დისპეჩერთან რჩება, როგორც იყო.

პირველი შეტყობინებიდან დასრულებულ საქმემდე

ვიზიტი ჩატიდან: მისამართი და ხელოსანი

დისპეჩერი ვიზიტს ჩატიდან ჯავშნის: დღე, საათი, მომხმარებლის მისამართი ადგილად და ხელოსანი, რომელიც მიდის. ჯავშნის გაგზავნა მიმოწერაშიც შეიძლება, რომ მომხმარებელს წერილობით ჰქონდეს. ხელოსანს ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის და ვიზიტს თავის კალენდარში ხედავს. დამლაგებლების ბრიგადაც და სარემონტო გუნდიც ზუსტად ასე ჯავშნიან.

KKhelobaმაგალითი · საიტის ჩატი
ხვალ 13:00-მდე სახლში ვიქნები.
ქქეთი
გიორგი 10:00-ზე მოვა. ჯავშანს აქვე გიგზავნით.
კარგი, დაველოდებით.

ნაწილის დღეს ჩატი ბრუნდება

გიორგი ხედავს, რომ ცირკულაციის ტუმბოა შესაცვლელი, ახალი კი ხუთშაბათს ჩამოდის. დისპეჩერი ჩატზე ხუთშაბათი დილისთვის „შემახსენე“-ს აყენებს. იმ დილით ჩატი მას უბრუნდება, მეორე ვიზიტი კი იმავე ჩატიდან, იმავე მისამართზე იჯავშნება.

KKhelobaმაგალითი · საიტის ჩატი
ქქეთი
დილა მშვიდობისა. ტუმბო ჩამოვიდა. გიორგი 15:00-ზე მოვიდეს?
კი, სახლში ვიქნებით. დიდი მადლობა.

როგორ დასრულდა თითოეული საქმე

ჩატის დასრულებისას გუნდი შედეგს ნიშნავს: შეკეთდა, მხოლოდ ფასი იკითხა, შეკეთება არ ღირს. შედეგი მომხმარებლის ისტორიაში რჩება, გუნდის ჩანაწერს კი („ტუმბო შეიცვალა, გარანტია 6 თვე“) მომხმარებელი ვერ ხედავს. როცა იგივე მომხმარებელი მომავალ ზამთარს მოგწერთ, ყველაფერი მის ისტორიაშია.

როგორ დასრულდა?
შედეგიკითხვას ვუპასუხეთ
ჩანაწერი · დათონაცრისფერი ნაკრები უნდა. პარასკევს დაურეკე.

შენახულია კლიენტის ისტორიაში.

მფლობელმა იცის, რამდენ ხანს ელოდება მომხმარებელი პასუხს

ყოველ ორშაბათს დილით, ელფოსტით: რამდენმა მომხმარებელმა მოგწერათ, რამდენ ხანში მიიღეს პირველი პასუხი, ვინ დარჩა უპასუხოდ, ვინ ელოდება ისევ და თითოეულის ციფრები, დისპეჩერის და ხელოსნების. როცა სამუშაო საათები მითითებულია, ღამე არ ითვლება.

ორშაბათი, 07:00

ნახევარმა 6 წუთში მიიღო პასუხი

ნინო3 წთ 12 წმ
ანა6 წთ
დათო22 წთ

გამართვა: თავად ან ჩვენთან ერთად

  1. 1

    არხები

    დაიწყეთ უფასოდ და ანგარიში თავად გახსენით, ან დაგვიტოვეთ ნომერი და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ. საიტის ჩატი დღესვე მუშაობს. Messenger-ს, Instagram-სა და WhatsApp-ს თქვენთან ერთად დავაკავშირებთ, როგორც კი Meta mpulse-ს დაამტკიცებს: განაცხადი უკვე გაგზავნილია და Meta განიხილავს.

  2. 2

    მომსახურება და პასუხები

    მომსახურებებს mpulse-ში ჩვენ ვტვირთავთ, Google Sheet-იდან ან ფაილიდან, ფასით, ხანგრძლივობით და იმით, ვინ აკეთებს, დისპეჩერი კი მათ საიტის ჩატში ბარათებად აგზავნის. შენახულ პასუხებს ერთად ვწერთ: გამოძახების ფასი, რას მოიცავს დიაგნოსტიკა, ნაწილები და გარანტია.

  3. 3

    საათები და ხელოსნები

    სამუშაო საათებს, შესვენებებს და უქმე დღეებს ერთად ვუთითებთ, რომ ლოდინის საათი და ავტოპასუხი თქვენს განრიგს მიჰყვეს. ავტოპასუხი მომხმარებლის ენაზე მიდის, ქართულად, ინგლისურად ან რუსულად, და ლათინურად აკრეფილი ქართულიც ქართულად ითვლება. დისპეჩერი და ხელოსნები თავიანთი სახელით შედიან: გუნდს თავად იწვევთ, mpulse-ის აპში მათ ჩვენ ვამატებთ, და თითოეულს თავისი კალენდრის ბმული აქვს.

რომელი გეგმა სარემონტო სამსახურს

ადგილი სჭირდება ყველას, ვინც პასუხობს, და ყველა ხელოსანს, ვისაც ვიზიტები ეჯავშნება. დისპეჩერი, მფლობელი და ხუთი ხელოსანი შვიდი ადამიანია, ანუ Start: 79 ₾ სამ ადამიანზე და 29 ₾ თითო დამატებით ადგილზე, სულ 195 ₾ თვეში, დღგ-ს ჩათვლით. Start-ში 9 ადამიანი ეტევა; 10 ადამიანიდან Team-ია: 349 ₾ თვეში 10 ადამიანზე და 20-მდე, თითო დამატებითი ადგილი 39 ₾. ორივე გეგმაში ყველაფერია, განსხვავება მხოლოდ ადამიანების რაოდენობაა.

ყველა გეგმა და დეტალი
თქვენთვისStart79 ₾თვეში, დღგ-ს ჩათვლით · 3 ადგილი, 9-⁠მდე
Team349 ₾თვეში, დღგ-ს ჩათვლით · 10 ადგილი, 20-⁠მდე

ხშირი კითხვები

წყალი რომ იატაკზეა, მომხმარებელი რეკავს. ზარებს mpulse იღებს?

არა. mpulse იმას აერთიანებს, რასაც მომხმარებლები წერენ და აგზავნიან: WhatsApp-ს, Messenger-ს, Instagram-სა და საიტის ჩატს. ტელეფონი დისპეჩერთან რჩება, როგორც არის, მის გვერდით კი ვიდეოები, ფოტოები და მისამართები ერთ სიაშია.

ხელოსნები მთელი დღე გზაში არიან. თავიანთ ვიზიტებს სად ხედავენ?

საკუთარ კალენდარში. ჩატიდან დაჯავშნილ ვიზიტზე წერია მისამართი და ხელოსანი, რომელიც მიდის. მას ერთი საათით ადრე შეხსენება მოსდის, მისი ვიზიტები კი მის Google, Apple ან Outlook კალენდარში ჩანს, პირადი ბმულით, გადატანილი და გაუქმებული ვიზიტებითაც. ჩატებს ხელოსნები ტელეფონიდან პასუხობენ: mpulse-ის აპში თითოეულს ჩვენ ვამატებთ.

mpulse მომხმარებელს შეახსენებს, რომ ხელოსანი მოდის?

არა. ერთი საათით ადრე შეხსენება ხელოსანს მოსდის. ჯავშნისას დისპეჩერს შეუძლია ჯავშანი მიმოწერაშიც გაგზავნოს, რომ მომხმარებელს დრო წერილობით ჰქონდეს; WhatsApp-ზე 24 საათის შემდეგ ამას დამტკიცებული ჯავშნის შაბლონი სჭირდება. ვიზიტის დილით მისაწერად ჩატზე „შემახსენე“ დააყენეთ: ჩატი დისპეჩერს უბრუნდება და მომხმარებელს ადამიანი სწერს.

მომხმარებლები ბინის ვიდეოებს გვიგზავნიან. ვინ ხედავს მათ და სად ინახება?

ისინი, ვისაც თქვენ ამატებთ, თითოეული თავისი სახელით, და თითოეულისთვის თქვენ ირჩევთ, რომელ არხზე შეუძლია პასუხი და სად მხოლოდ წაკითხვა. ვიდეოები და მთელი მიმოწერა კომპანიის ინბოქსში, მომხმარებლის ისტორიაში რჩება, ვისაც არ უნდა ეპასუხა. მონაცემები ევროკავშირში, ფრანკფურტში ინახება. ყველაფრის გადმოწერა ერთი დაჭერით შეიძლება, ანგარიშის დახურვისას კი ყველაფერი მაშინვე იშლება.

ყოველ შემოდგომაზე ძველ მომხმარებლებს ქვაბის სერვისს ვთავაზობთ. mpulse-იდან შეიძლება?

WhatsApp-ით, დიახ, როცა თქვენი ნომერი დაკავშირებულია. შეთავაზება მიდის ყველასთან, ვინც შეთავაზებების მიღებაზე დათანხმდა, ან ერთ ტეგთან, მაგალითად „ქვაბი“, Meta-ს მიერ დამტკიცებული სარეკლამო შაბლონით. საფასურს Meta თქვენი Meta-ს ბიზნეს ანგარიშიდან იღებს, პასუხები კი ინბოქსში ბრუნდება.

ვიღაცას ახლა ჭერიდან წყალი ჩამოსდის. ნახეთ, ვინ ელოდება პასუხს.

ტელეფონი დისპეჩერთან რჩება. რასაც მომხმარებლები წერენ და აგზავნიან, ერთ სიაში ხვდება, ვიზიტები კი ხელოსნების კალენდრებში.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.