შესვლადაიწყე უფასოდ

ᲠᲝᲪᲐ ᲓᲐᲮᲣᲠᲣᲚᲘ ᲮᲐᲠᲗ, ᲐᲕᲢᲝᲞᲐᲡᲣᲮᲘ ᲞᲐᲡᲣᲮᲝᲑᲡ.

სამუშაო საათების მიღმა ავტოპასუხი მაშინვე პასუხობს და წერს, როდის დაბრუნდებით; ახალ ჩატს კი მყისიერი პასუხი ხვდება, ქართულად, ინგლისურად ან რუსულად.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.

ᲠᲐᲡ ᲐᲙᲔᲗᲔᲑᲡ.

  • ავტოპასუხი, როცა დახურული ხართ: სამუშაო საათების მიღმა, შესვენებაზე ან უქმე დღეს. ის წერს, როდის დაბრუნდებით: „ხვალ 10:00-⁠ზე“.
  • მყისიერი პასუხი ახალი ჩატის პირველ შეტყობინებაზე, სამუშაო საათებში.
  • ორივეს ქართულად, ინგლისურად და რუსულად წერთ, კლიენტი კი თავის ენაზე იღებს.
  • თითო საუბარში მაქსიმუმ ერთხელ იგზავნება, არასდროს — როცა კლიენტს უკვე ესაუბრებით, და მხოლოდ მაშინ, თუ მანამდე არავინ უპასუხა.
  • ინბოქსში მას „ავტოპასუხი“ აწერია, და რეპორტები მას გუნდის პასუხად არ ითვლის.
  • ორივე გამორთულია, სანამ არ ჩართავთ, და არხებსაც თქვენ ირჩევთ.
  • Messenger-⁠სა და Instagram-⁠ზე მზა კითხვებიც გაქვთ, რომლებზე დაჭერითაც კლიენტი საუბარს იწყებს, Messenger-⁠ზე კი მისალმება და მენიუც.

ᲠᲐ ᲣᲜᲓᲐ ᲘᲪᲝᲓᲔᲗ.

  • საიტის ჩატზე არასამუშაო დროის პასუხი არ იგზავნება, WhatsApp-⁠ზე კი 24 საათის შემდეგ.

ᲙᲘᲗᲮᲕᲔᲑᲘ.

არა. როცა სამუშაო საათები მითითებულია, მოლოდინის საათი მათ მიღმა ჩერდება.

კი, თითო ენაზე, და წერისას ხედავთ, როგორ წაიკითხავს მას კლიენტი.

არა. რეაქციას ან შეტყობინებას, რომელშიც მხოლოდ მადლობა, „კარგი“ ან დამშვიდობებაა, ავტოპასუხი არ მოსდევს.

ᲐᲩᲕᲔᲜᲔᲗ, ᲡᲐᲓ ᲒᲬᲔᲠᲔᲜ ᲙᲚᲘᲔᲜᲢᲔᲑᲘ.

საიტის ჩატი დღესვე მუშაობს. Messenger-⁠ს, Instagram-⁠სა და WhatsApp-⁠ს თქვენთან ერთად დავაკავშირებთ, როგორც კი Meta mpulse-⁠ს დაამტკიცებს: განაცხადი უკვე გაგზავნილია და Meta განიხილავს.

სამუშაო საათებში დაგირეკავთ და ყველაფერს თქვენთან ერთად გავმართავთ.