ᲒᲐᲡᲐᲦᲔᲑᲘ
ყველა მოთხოვნას ჰედერში ახლავს გასაღები: Authorization: Bearer mpk_live_… გასაღებებს მფლობელი სიის ფურცელზე ქმნის; თითოეული მხოლოდ ერთხელ ჩანს.
დაიწყეთ სატესტო გასაღებით (mpk_test_…). ის სიის სატესტო ნაწილში წერს, რომელსაც აგენტი არასდროს კითხულობს, და სიას ველებს არ უმატებს: ველი, რომელსაც გამოგზავნის, new_field გაფრთხილებით ბრუნდება და სიის ველებში არ ჩნდება, ამიტომ GET /sources/{list} მხოლოდ იმ ველებს აჩვენებს, რომლებიც სამუშაო გასაღებმა გამოგზავნა. როცა ყველაფერი იმუშავებს, სამუშაო გასაღებზე გადადით.
გასაღების ადგილი სერვერზეა. არასდროს ჩასვათ ვებგვერდში და არასდროს მისამართში: მისამართით გამოგზავნილი გასაღები მაშინვე ითიშება.
ᲛᲝᲗᲮᲝᲕᲜᲔᲑᲘ
https://app.mpulse.ge/api/v1
GET/meვისია გასაღები და რომელ სიებს ეხებაGET/sources/{list}სიის ველები, რას ნიშნავს თითოეული მნიშვნელობა, id-ისა და ვერსიის ველებიPUT/sources/{list}/items/{id}ერთი ერთეული მთლიანად: იქმნება ან იცვლებაPATCH/sources/{list}/items/{id}იცვლება მხოლოდ გამოგზავნილი ველები; null ველს შლისPOST/sources/{list}/items?mode=mergeid ტანშია; ახალ ერთეულს ქმნისDELETE/sources/{list}/items/{id}?version=სიიდან იღებსPOST/sources/{list}/batch500-მდე ერთად: {"upsert": [...], "delete": [...]}GET/sources/{list}/items/{id}ერთი ერთეული ისე, როგორც mpulse-შია (წაკითხვის უფლების მქონე გასაღებებისთვის); თუ id-ში / არის, გამოიყენეთ /items?id=GET/sources/{list}/items?since=ყველა ცვლილება cursor-ის შემდეგ, წაშლილების ჩათვლით (წაკითხვის უფლების მქონე გასაღებებისთვის)GET/leadsსაიდან მოვიდა თითოეული მომხმარებელი, შენახვის თანმიმდევრობით (წაკითხვის უფლების მქონე სამუშაო გასაღებებისთვის, ჩართული ლიდებით)ᲠᲐᲡ ᲐᲑᲠᲣᲜᲔᲑᲡ
ჩაწერა აბრუნებს {"object": "item", "id", "version", "seq", "changed", "warnings"}. changed ასახელებს შეცვლილ ველებს (ცარიელია, თუ არაფერი შეცვლილა), warnings იმას, რაც შენიშვნით შეინახა (კოდები ქვემოთაა), seq კი ერთეულის ადგილია სიის ცვლილებების რიგში. წაკითხვის უფლების მქონე გასაღები data-ში ერთეულსაც იღებს, იმ ველებით, რომლებიც მფლობელმა ჩართო: სიისთვის ახალი ველი ინახება, მაგრამ data-ში (და GET /items-ში) არ ჩანს, სანამ მფლობელი არ ნახავს, ამიტომ ერთხელ გამოგზავნილი ფასი და სტატუსი შეიძლება ჯერ არ ჩანდეს. სატესტო გასაღების პასუხი ყველა გამოგზავნილ ველს აბრუნებს, ახლებსაც, რადგან სატესტო მხარე სიას ველებს არ უმატებს: სამუშაო გასაღების პასუხში შეიძლება ნაკლები ჩანდეს. გასაღები, რომელსაც მფლობელმა დამალული ველების წაკითხვა მისცა, ყველა ველს იღებს. ?dry_run=true-ით პასუხი იგივეა, დამატებით "dry_run": true, და არაფერი ინახება.
batch რაოდენობებს აბრუნებს: {"object": "batch", "created", "updated", "unchanged", "deleted", "stale", "failed", "errors", "warnings"}. ყველა შეცდომასა და გაფრთხილებას თავისი ოპერაციის ინდექსი და id ახლავს.
GET /items აბრუნებს {"object": "list", "data": [...], "has_more", "next_cursor"}, ძველი ცვლილებებიდან დაწყებული. შემდეგი გვერდისთვის next_cursor დააბრუნეთ ?cursor=-ად. ბოლო შეინახეთ: მოგვიანებით ?since= ამ მნიშვნელობით მხოლოდ მის შემდეგ შეცვლილს მოგცემთ, წაშლილების ჩათვლით, როგორც {"id", "deleted": true, "version"}. since=0 თავიდან იწყებს.
GET /items/{id} ერთეულს აბრუნებს, {"object": "item", "id", "data", "version", "seq", "created_at", "updated_at"}, ან 404 item_not_found-ს (წაშლილისთვის "deleted": true-თი).
ᲛᲐᲒᲐᲚᲘᲗᲔᲑᲘ
export MPULSE_KEY=mpk_test_... # ჯერ სატესტო გასაღებიAPI=https://app.mpulse.ge/ api/ v1SRC=<list id>AUTH="Authorization: Bearer $MPULSE_KEY"JSON="Content-Type: application/ json" # სწორია გასაღები და რას ეხება?curl -s $API/ me -H "$AUTH" # სიის ველები და რას ნიშნავს თითოეული მნიშვნელობაcurl -s $API/ sources/ $SRC -H "$AUTH" # რა მოხდებოდა, ისე რომ არაფერი ჩაიწეროსcurl -s -X PUT "$API/ sources/ $SRC/ items/ A-12? dry_run=true" \ -H "$AUTH" -H "$JSON" \ -d '{"apartment_no": "A-12", "price": 128000, "status": "A", "updated_at": "2026-11-11T14:02:11+04:00"}' # ერთი ერთეული მთლიანად (იქმნება ან იცვლება)curl -s -X PUT "$API/ sources/ $SRC/ items/ A-12" \ -H "$AUTH" -H "$JSON" \ -d '{"apartment_no": "A-12", "price": 128000, "status": "A", "updated_at": "2026-11-11T14:02:11+04:00"}' # გაიყიდა: იცვლება მხოლოდ ეს, ვერსიად თქვენი სისტემის დროcurl -s -X POST "$API/ sources/ $SRC/ items? mode=merge" \ -H "$AUTH" -H "$JSON" -H "Idempotency-Key: deal-8812-sold" \ -d '{"apartment_no": "A-12", "status": "S", "updated_at": "2026-11-11T15:00:00+04:00"}' # სიიდან მოხსნაcurl -s -X DELETE -H "$AUTH" \ "$API/ sources/ $SRC/ items/ A-12? version=2026-11-11T16:00:00%2B04:00" # ბევრი ერთად, 500-მდე ერთ მოთხოვნაში: {"upsert": [...], "delete": [...]}KEY=load-$(shasum -a 256 items-1.json | cut -c1-40)curl -s -X POST "$API/ sources/ $SRC/ batch" \ -H "$AUTH" -H "$JSON" -H "Idempotency-Key: $KEY" \ -d @items-1.json
JavaScript Node 18-ზე ან უფრო ახალზე ეშვება, ბიბლიოთეკის გარეშე. ჩაწერის ნებისმიერ მოთხოვნას დაუმატეთ ?dry_run=true და ნახავთ პასუხს ისე, რომ არაფერი შეინახება.
ᲗᲐᲜᲛᲘᲛᲓᲔᲕᲠᲝᲑᲐ, ᲒᲐᲛᲔᲝᲠᲔᲑᲐ ᲓᲐ ᲬᲐᲨᲚᲐ
თუ სიას ვერსიის ველი აქვს, ის ჩაწერის ყველა მოთხოვნაში უნდა იყოს, და mpulse-ში არსებულზე ძველი ცვლილება 409 stale_version-ს მიიღებს და არაფერს შეცვლის. ჩათვალეთ, რომ შესრულდა.
წაშლა თავის ვერსიასთან ერთად ნიშნულს ტოვებს, ასე რომ დაგვიანებული გამეორება ერთეულს ვეღარ დააბრუნებს.
ჩაწერის ყოველ მოთხოვნას დაურთეთ Idempotency-Key ჰედერი (თქვენი მოვლენის id კარგად გამოდგება). იმავე გასაღებით გამეორება იმავე პასუხს მიიღებს.
ᲞᲘᲠᲐᲓᲘ ᲛᲝᲜᲐᲪᲔᲛᲔᲑᲘ
mpulse არასდროს ინახავს მყიდველის სახელს, ტელეფონს, ელფოსტას ან პირად ნომერს. ისეთი ველები, როგორიცაა buyer_phone, იშლება და პასუხი personal_dropped გაფრთხილებას შეიცავს. მფლობელს შეუძლია ასეთი ერთეულები საერთოდ არ მიიღოს.
ᲚᲘᲓᲔᲑᲘ
GET /leads აჩვენებს, საიდან მოვიდა თითოეული მომხმარებელი, თითო ჩანაწერი თითო სიგნალზე: რეკლამა, ბმული, ბიზნესის საიტზე მონიშნული ბმულით შესვლა ან წყარო, რომელიც გუნდმა ხელით მიუთითა. საჭიროა სამუშაო გასაღები, რომელსაც წაკითხვის უფლება აქვს (მხოლოდ წაიკითხოს, ან ჩაწეროს და წაიკითხოს) და ლიდები აქვს ჩართული. სატესტო გასაღები მიიღებს 403 live_key_required-ს, რადგან ლიდები ნამდვილი მომხმარებლები არიან; ნებისმიერი სხვა გასაღები მიიღებს 403 scope_missing-ს. GET /me გასაღების უფლებებს (scopes) აჩვენებს.
თითოეული ჩანაწერი ასეთია: {"object": "lead", "id", "at", "stored_at", "kind", "channel", "conversation_id", "contact": {"id", "name", "phone", "email"}, "source": {"key", "name", "source", "medium"}, "campaign": {"id", "name"}, "adset": {"id", "name"}, "ad": {"id", "name", "title"}, "utm", "clicks", "role", "clicked_at", "referrer", "landing", "page", "ref", "manual", "handoff"}. at არის თავად სიგნალის დრო (რეფერალის, საიტიდან მოსული შეტყობინების ან როცა წყარო ხელით მიუთითეს), ამიტომ სიის თანმიმდევრობას არ მიჰყვება; stored_at არის, როდის შეინახა ლიდი mpulse-მა, და სია ამ თანმიმდევრობით მიდის. kind არის ad, link, web ან manual. საიტიდან მოსულ ლიდს აქვს role (first: ვიზიტი, რომელიც საიტმა ადამიანის პირველად დაიმახსოვრა; last: ბოლო) და clicked_at, როდის იყო ეს ვიზიტი; სხვა ლიდებში აქ null არის. manual-ში არის გუნდის მიერ ხელით მითითებული წყარო, მიზეზითა და იმით, ვინ მიუთითა; manual.overrides არის იმ ავტომატური ლიდის id, რომელიც მან ჩაანაცვლა, და სინქრონიზაციამ ის აღარ უნდა დათვალოს. handoff ივსება ლიდზე, რომელიც WhatsApp-ის ჩატმა საიტის ჩატიდან გადმოიტანა, როცა ვიზიტორმა „გაგრძელება WhatsApp-ში“ დააჭირა: {"from": საიტის ჩატის იმ ლიდის id, რომელსაც ის იმეორებს, ან null, თუ იმ ჩატს ლიდი არ ჰქონდა, "conversation_id": საიტის ჩატი}. ეს იგივე მომხმარებელია, რომელიც საუბარს აგრძელებს, და სინქრონიზაციამ ის ხელახლა არ უნდა დათვალოს; სხვა ლიდებში აქ null არის. source.name მოთხოვნის Accept-Language-ის ენაზეა (en, ka ან ru), სხვა შემთხვევაში ინგლისურად.
?limit=1..100 (50), ?cursor= ან ?since= წინა პასუხის next_cursor-ით (since=0 თავიდან იწყებს), ?created_since= ISO 8601 თარიღი და დრო დროის სარტყლის მითითებით (2026-11-01T00:00:00Z ან 2026-11-01T00:00:00+04:00: რაც mpulse-მა ამ დროიდან შეინახა), ?kind= და ?source= (google, ან google:cpc თავისი medium-ით). ნებისმიერ სხვა პარამეტრზე პასუხია 400 unknown_param. პასუხი არის {"object": "list", "data", "has_more", "next_cursor"}, იმ თანმიმდევრობით, რომლითაც mpulse-მა ლიდები შეინახა: შემდეგი გვერდისთვის next_cursor დააბრუნეთ, ბოლო კი შეინახეთ, რომ მოგვიანებით მხოლოდ მის შემდეგ მოსული ითხოვოთ. ლიდი, რომლის შენახვაც ჯერ მთავრდება, შემდეგ მოთხოვნას ელოდება, ამიტომ შენახული cursor არცერთს არ გამოტოვებს.
სია მხოლოდ ივსება. თითოეული ლიდი ერთხელ მოდის, ისეთი, როგორიც წაკითხვისას იყო, და რაც შემდეგ იცვლება, ხელახლა აღარ იგზავნება: Meta-ს რეკლამის სახელები, რომლებიც მას შემდეგ ჩნდება, რაც მფლობელი mpulse-ს ბიზნესის რეკლამების წაკითხვის უფლებას მისცემს, ორი ადამიანის ერთად გაერთიანება, ხელით მითითებული წყაროს გაუქმება, ჩატის ან მომხმარებლის წაშლა. ამის გასათვალისწინებლად ბოლო პერიოდი ხელახლა წაიკითხეთ ?created_since=-ით (მაგალითად, ბოლო 7 დღე, დღეში ერთხელ) და შენახული ჩანაწერები id-ით განაახლეთ; ლიდი, რომელიც ამ პერიოდში აღარ ბრუნდება, წაშლილია.
ლიდში არის მომხმარებლის სახელი, ტელეფონი და ელფოსტა, როგორც ინბოქსშია. გასაღები თქვენს სერვერზე შეინახეთ, წაკითხულს კი ისევე ფრთხილად მოეპყარით, როგორც mpulse.
ᲨᲔᲪᲓᲝᲛᲔᲑᲘ
ყველა უარი ასე გამოიყურება: {"error": {"type", "code", "message", "request_id", "doc_url", "details"}}. details ასახელებს თითოეულ ველს, რომელიც არ მოერგო, და მიზეზს; doc_url ქვემოთ, ამ კოდის ხაზზე მიგიყვანთ.
401 გასაღები; 403 რის უფლება აქვს გასაღებს; 404 ასეთი სია ან ერთეული არ არის; 409 stale_version ან სავსე სია; 413 ძალიან დიდია; 415 JSON არ არის; 422 ერთეული არ მოერგო; 429 შეანელეთ (Retry-After).
უარის კოდი (error.code) ან გაფრთხილებისა ჩაწერის პასუხში (warnings[].code).
missing_key401. მოთხოვნას გასაღები არ ახლდა. გამოგზავნეთ ჰედერში: Authorization: Bearer mpk_…invalid_key401. ეს გასაღები ჩვენი არ არის. შეამოწმეთ, მთლიანად დააკოპირეთ თუ არა, mpk_live_ ან mpk_test_ დასაწყისით.key_revoked401. მფლობელმა ეს გასაღები გამორთო. სთხოვეთ ახალი.key_expired401. გასაღებს ვადა გაუვიდა. სთხოვეთ მფლობელს ახალი.key_in_url400. გასაღები მისამართში იყო, სადაც მას სერვერები და პროქსები ჟურნალში იწერენ. ასე გამოგზავნილი სამუშაო გასაღები მაშინვე ითიშება: ითხოვეთ ახალი და გამოგზავნეთ მხოლოდ ჰედერით.key_in_body400. გასაღები მოთხოვნის ტანში იყო (მნიშვნელობაში, ველის სახელში ან id-ში), სადაც ის შეინახებოდა და გამოჩნდებოდა. არაფერი ჩაიწერა, ასე გამოგზავნილი სამუშაო გასაღები კი მაშინვე ითიშება: ითხოვეთ ახალი და გასაღებები მხოლოდ Authorization ჰედერით გამოგზავნეთ.api_not_enabled403. მონაცემების API ამ სამუშაო სივრცისთვის ჯერ ჩართული არ არის.write_only_key403. ამ გასაღებს მხოლოდ ჩაწერა შეუძლია. წასაკითხად წაკითხვის უფლების მქონე გასაღებია საჭირო.read_only_key403. ამ გასაღებს მხოლოდ წაკითხვა შეუძლია.source_not_allowed403. გასაღებს ამ სიასთან წვდომა არ აქვს. მფლობელს შეუძლია სია გასაღებს დაუმატოს.not_found404. ამ სამუშაო სივრცეში ასეთი id-ით სია არ არის.item_not_found404. ასეთი id-ით ერთეული არ არის. შერწყმა (PATCH) მხოლოდ არსებულ ერთეულს ცვლის; POST /items?mode=merge მას შექმნის.source_not_api409. ეს სია მისამართიდან ან ფაილიდან იკითხება. ჩაწერა მხოლოდ იმ სიაში შეიძლება, რომელსაც თქვენი სისტემა აგზავნის.json_only415. ტანი გამოგზავნეთ JSON-ად, Content-Type: application/json ჰედერით.bad_json400. ტანი სწორი JSON არ არის.too_large413. ერთი ერთეულისთვის 64 KB-ზე ან batch-ისთვის 1 MB-ზე მეტია. დაყავით.too_many_operations422. ერთ batch-ში 500-ზე მეტი ოპერაციაა.bad_mode400. mode არის replace ან merge.bad_limit400. limit 1-დან 100-მდეა.bad_cursor400. cursor და since წინა პასუხის next_cursor-ის მნიშვნელობას იღებს; updated_since ISO 8601 თარიღსა და დროს.bad_idempotency_key400. Idempotency-Key 1-დან 255-მდე ჩვეულებრივი სიმბოლოა.idempotency_mismatch422. ეს Idempotency-Key ბოლო 24 საათში სხვა მოთხოვნას ახლდა. ახალ მოთხოვნას ახალი გასაღები სჭირდება.idempotency_in_progress409. ამ Idempotency-Key-ით პირველი მოთხოვნა ჯერ კიდევ სრულდება. გაიმეორეთ Retry-After-ის შემდეგ.rate_limited429. წუთში 300 მოთხოვნა ერთ გასაღებზე და 600 სამუშაო სივრცეზე. დაელოდეთ Retry-After წამს.invalid_item422. მნიშვნელობები სიის ველებს არ შეესაბამება. details თითოეულს ასახელებს: param, code, message.stale_version409. mpulse-ს ამ ერთეულის უფრო ახალი ვერსია უკვე აქვს, ამიტომ არაფერი შეცვლილა. ჩათვალეთ, რომ შესრულდა.source_full409. სიაში 5 000 ერთეულია, მეტი არ ეტევა (სატესტო ნაწილში 500).id_required422. ერთეულს id სჭირდება: სიის id-ის ველში ან მისამართში.bad_id422. id არის ტექსტი ან მთელი რიცხვი, 1-დან 200 სიმბოლომდე.id_mismatch422. ტანში არსებული id მისამართში მითითებულს არ ემთხვევა.personal_id422. id პირად მონაცემს ჰგავს (ელფოსტა, ტელეფონი, პირადი ნომერი), რომელსაც mpulse არასდროს ინახავს. გამოიყენეთ თქვენი ერთეულის id; 11-ნიშნა პროდუქტის კოდი გაივლის, როცა მფლობელი ველს პირად მონაცემად აღარ ჩათვლის.version_required422. სია ჩაწერებს ვერსიის ველით ალაგებს: ის ყველა ჩაწერას უნდა ახლდეს, წაშლას კი ?version=-ით.bad_version422. ვერსია არის რიცხვი (მთვლელი, epoch მილიწამები) ან ISO 8601 თარიღი და დრო.personal_data422. ველი პირად მონაცემებს შეიცავს და მფლობელმა ასეთი ერთეულების მიღებაზე უარი აირჩია.not_an_object422. ერთეული JSON ობიექტია.bad_key422. ველის სახელი 1-დან 64 სიმბოლომდეა, წერტილის გარეშე, და არ იწყება $-ით ან _mp-ით.too_deep422. ობიექტები მაქსიმუმ სამ დონეზე ჩაიდგმება.not_supported422. ობიექტების სიას ჯერ ვერ ვიღებთ: თითოეული რიგის მნიშვნელობები ცალკე ველებად გამოგზავნეთ.too_many_values422. მნიშვნელობების სიაში მაქსიმუმ 50 მნიშვნელობაა.bad_value422. მნიშვნელობა, რომელსაც JSON ტექსტად, რიცხვად ან true/false-ად ვერ ატარებს.too_long422. მნიშვნელობა მაქსიმუმ 500 სიმბოლოა.unknown_field422. მფლობელმა ველები ჩაკეტა და ეს მათ შორის არ არის.too_many_fields422. სიაში მაქსიმუმ 50 ველია.not_a_number422. ველი რიცხვებს შეიცავს: გამოგზავნეთ 128000 და არა "128 000", ან დაუმატეთ ?typecast=true.ambiguous_number422. "1.250" ან "1,250" ორნაირად იკითხება, ამიტომ typecast-ითაც არ ვხვდებით. გამოგზავნეთ JSON რიცხვი.not_a_boolean422. ველი true ან false-ია; ?typecast=true-ით yes, no, 1 და 0-იც.not_a_date422. თარიღი ასე იწერება: 2026-11-14, ან ISO 8601 თარიღი და დრო Z-ით ან დროის სარტყლის წანაცვლებით.not_a_link422. ბმული http://-ით ან https://-ით იწყება.not_text422. ველი ტექსტს შეიცავს: გამოგზავნეთ სტრიქონი ან დაუმატეთ ?typecast=true.new_fieldგაფრთხილება. ველი, რომელიც სიას არ ჰქონდა. სამუშაო გასაღებიდან შეინახება, მაგრამ გამორთულია, სანამ მფლობელი არ ნახავს: აგენტი მას არ კითხულობს და გასაღების წაკითხვისას data-ში არ ჩანს. სატესტო გასაღებიდან მხოლოდ სატესტო ნაწილში ინახება და სიის ველები არ იცვლება.new_valueგაფრთხილება. მნიშვნელობა, რომელიც ველს არ ჰქონია (სტატუსი "B"): შეინახა და მფლობელს ვკითხავთ, რას ნიშნავს.personal_droppedგაფრთხილება. პირადი მონაცემების ველები გამოვტოვეთ, დანარჩენი ჩაიწერა. ვასახელებთ ველებს და არასდროს მნიშვნელობებს. თუ ველის სახელი თავად იყო პირადი მონაცემი (გასაღებად გამოგზავნილი ტელეფონის ნომერი), param ცარიელია: ასეთ სახელს არასდროს ვიმეორებთ.encodingგაფრთხილება. მნიშვნელობაში � სიმბოლოა: ტექსტი ალბათ UTF-8-ის ნაცვლად სხვა კოდირებით გამოიგზავნა.internal500. რაღაც ჩვენს მხარეს არ გამოვიდა. გაიმეორეთ იმავე Idempotency-Key-ით, და თუ განმეორდა, გამოგვიგზავნეთ request_id.live_key_required403. ლიდები ნამდვილი მომხმარებლების მონაცემებია, რომლებსაც სატესტო გასაღები არასდროს კითხულობს. გამოიყენეთ სამუშაო გასაღები ჩართული ლიდებით.scope_missing403. გასაღებს ლიდების წაკითხვა არ შეუძლია. მფლობელი ლიდებს რთავს წაკითხვის უფლების მქონე სამუშაო გასაღებზე.bad_created_since400. created_since არის ISO 8601 თარიღი და დრო დროის სარტყლის მითითებით, მაგალითად 2026-11-01T00:00:00Z ან 2026-11-01T00:00:00+04:00: სარტყლის გარეშე დროს არ ვხვდებით.unknown_param400. /leads იღებს limit-ს, cursor-ს (ან since-ს), created_since-ს, kind-სა და source-ს; ნებისმიერ სხვა პარამეტრზე უარია, რომ შეცდომით დაწერილი პარამეტრი მთელ სიად არ წაიკითხოს.bad_filter400. kind არის ad, link, web ან manual; source ასახელებს წყაროს (google) ან წყაროს თავისი medium-ით (google:cpc).ᲖᲦᲕᲠᲔᲑᲘ
წუთში 300 მოთხოვნა ერთ გასაღებზე, სიაში 5 000 ერთეული, batch-ში 500 ოპერაცია და 1 MB, ერთეულში 64 KB, მნიშვნელობაში 500 სიმბოლო. რიცხვები მკაცრად: გაგზავნეთ 128000 და არა "128 000" (ან დაუმატეთ typecast=true).









